20.8 C
Tbilisi
Tuesday, September 13, 2022

ულამაზესი ბელა ჰადიდი პარიზში ქართველი დიზაინერის სამოსით დადის

საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის, ბელა ჰადიდის დახმარებით. პარასკევს, პარიზში ყოფნისას მოდელი “ჯივენშის“ ჩვენებაზე ქართული ლეიბლის “Situationist-ის” სამოსით გამოჩნდა, მოგვიანებით კი ამავე ბრენდის სამოსით შეხვდა კენდალ ჯენელს და დიზაინერ რიკარდო ტიშის.

ლეიბლი Situationist დიზაინერებმა – ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. მათ შესახებ სტატია „ვოგმაც“ მოამზადა. რომელმაც მათ მიერ შექმნილი ტანსაცმელი, დემნა გვასალიას ხელოვნებას შეადარა.

“ახალბედა ბრენდებისთვის და ქართველი დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელას ეს სამოსი აცვია. მისი დახმარებით “სიტუაციონისტისადმი” ინტერესი გაიზრდება” – წერს ირაკლი რუსაძე სოციალურ ქსელში.

Latest Posts

ბოლო სიახლეები