უკრაინულ „ვოისში“ ქართული სიმღერა არაერთხელ შეუსრულებიათ და ჟიური ყოველთვის მოხიბლულა ამით, მაგრამ ქართულ სიმღერას უცხოურ პროექტში ძირითადად ქართველი მომღერლები ასრულებენ. ამჯერად გამონაკლისი მოხდა და „ვოისის“ სცენაზე ალექსანდრე ბასილაიას ჰიტი „არგო“ უკრაინელმა მომღერალმა ბიჭუნამ, ივან იასტრებოვმა შეასრულა. ახალგაზრდა მომღერალმა სიმღერა რუსულ ენაზე იმღერა და დარბაზი თავიდანვე აიყოლია.