უიტნი ჰიუსტონს მკვდრეთით აღადგენენ

0
24

უიტნი ჰიუსტონს მკვდრეთით აღადგენენ სწორედ ისე, როგორც თუ ფაქი აღადგინეს. დაახლოებით ერთ წელიწადში უიტნის ფანები შეძლებენ საყვარელი შემსრულებლის ლაივს მოუსმინონ, სცენაზე კი თავად მომღერალი იხილონ. ეს ყველაფერი ჰოლოგრამის საშუალებით მოხდება, სწორედ ისე, როგორც 2012 წელს, კოაჩელას ფესტივალზე მოხდა – მაშინ სნუპ დოგისა და თუ ფაქის დუეტის მოსმენა და ხილვა ათასობით მაყურებელმა შეძლო.

არ იფიქროთ, რომ უიტნის ჰოლოგრამა სცენააზე გამოჩნდება, იმღერებს და ამითი ყველაფერი დასრულდება. შოუზე ფანებს საშუალება ექნებათ უიტნის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენონ, ლაივში უყურონ მომღერლის ყველაზე დიდ მიღწევებს და მოკლედ, ჰიუსტონის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგონ პატივი.

შოუს მომზადებას დაახლოებჲთ ერთი წელი დასჭირდება, თუმცა, როგორც “Hologram USA“-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ჰიუსტონის ფანებს კუმირის ხილვის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემათ.