რეჟისორ გიორგი რევიშვილის შვილი, ლიკუნა, სოციალურ ქსელში ზაზა ურუშაძის შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს და წერს, რომ „მანდარინების“ ავტორს რუსეთიდან ძალიან დიდი ჰონორარი შესთავაზეს, თუკი ის მათთან ითანამშრომლებდა…
ამბავს ლიკუნას „ფეისბუქ“-გვერდიდან გიზიარებთ:
„ეს ამბავი გამახსენდა, რამოდენიმე თვის წინ მირეკავს, ცოტა გაბრაზებული ტონით.
– ახლა იცი რა მოხდა გოგო?
რა ხდება ზაზუკ, ბიჭო! ( ხუმრობით ვუპასუხე)
– ოკუპანტი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ. ძალიან დიდ ჰონორარს გადაგიხდით, აქ თუ ჩამოხვალთ და გადაიღებთო.
გამეცინა, ზუსტად ვიცი, როგორც გაბრაზდებოდა.
– ჰოდა, ასე ვუთხარი, ჯერ ეს ჯარი გაიყვანეთ, მერე სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნეთ და მე სულ უფასოდ გადაგიღებთ ფილმებს და დავუკიდე ყურმილიო.
ჯერ ისევ მიჭირს ამ რეალობის გაცნობიერება, ამას არ მივიღებ, ისე არ – როგორც მჩვევია ვიღაცების და რაღაცების არ მიღება. ახლა რასაც ვაანალიზებ და ვხვდები, ის არის, რომ ძალიან სწორი, კარგი და ღირსეული მოქალაქე დააკლდება ზაზას სახით ჩვენ სამშობლოს, ამიტომაც ყველას ერთად გითანაგრძნობთ!“