ალბათ ყველას ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა ცხოვრებაში, როდესაც ქუჩაში მიმავალს ახლობელი დაგინახავთ და მასთან მოსაკითხად მისულს სხვა აღმოგიჩენიათ. მაგლითად საქართველოში არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ქართველი ვარსკვლავი, სილამაზითა და ეშხით, უცხოელ სელებრითებს არაფრით ჩამოუვარდება. არ ვიცით საამაყოა თუ არა ის ფაქტი, რომ სადღაც შენი ორეულია თუმცა მოდით უცხოელი ვარსკვლავების ქართველი ორეულები შევაფასოთ.
სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ იმას, რომ ქართველი მოდელი კრისტი ყიფშიძე და Hollywood-ის მსახიობი პენელოპა კრუზი ერთმანეთს საოცრად ჰგვანან. ეს მათ სურათებზე ერთი შეხედვითაც ნათელია.
აი მომღერალ ლევან ჩიჩუას იგივე თი ელს, ქართველ ჯასტინ ტიმბერლეიკადაც მოიხსენიებენ. თუ მათ ვოკალურ მონაცემებსაც შევადარებთ, მსგავსება აქაც აშკარაა.
მირანდა შელია მოსკოვში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომლის სილამაზეზეც სხვადასხვა ფორუმებსა და ინტერნეტ საიტებზე ხშირად წერენ. მირანდა (მიმი) შელია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ის ირინა შეიკს ძალიან ჰგავს.
თუ ჰოლივუდი თავს კიმ კარდაშიანით იწონებს , ამით არც ჩვენ ჩამოუვარდებით და ქართველებს თამო ვაშალომიძე გვყავს. აქ ალბათ მსგავსებას უფრო სხეულის ფორმებში დავინახავთ.