თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმის პრემიერა ბერლინიში შედგება

0
2390

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმის “მძევლების” პრემიერა, ბერლინის კინოფესტივალზე შედგება. მძევლების ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის, იდას მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა. მძევლების მსოფლიო პრემიერა სექცია Panorama Special-ში გაიმართება.

ფილმი 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება. სიუჟეტი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ახალგაზრდების გარშემო ვითარდება. რეჟისორთან ერთად სცენარზე, მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა. ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.

კინოსურათი ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ამბავს მოგვითხობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here