„თუ ქმრების ღალატი ნორმაა, დროა, ცოლების ღალატიც ნორმად იქცეს…“

0
864

სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ბექა ბოკუჩავა აქვეყნებს ტექსტს, რომელიც საინტერესო სხვებისთვისაც აღმოჩნდა და მას ბევრი გაზიარებაც აქვს. ბექა წერს იმ თემაზე, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ აქტუალურია – ანუ როცა ქმრები ცოლებს ღალატობენ…

„ახლა ვკითხულობ ერთ სტატიას ქალზე, რომელსაც ქმარი გამუდმებით ღალატობს. საქართველოში ხომ მოდაა ცოლისა და საყვარლის, ან საყვარლების ერთდროულად ყოლა, თანაც უსინდისოდ ქრონიკული ფორმით.

თან კომენტარებსაც გადავავლე თვალი და იქაც ის დამხვდა, რასაც ველოდი, ყველა ამტყუნებს ცოლს და მის სულელობას უსვამს ხაზს, ეტყობა, ვერ მოაწონა თავი და მისი ბრალიაო…

რატომღაც არავინ ამტყუნებს ქმარს, ან ყოფილ საყვარლებს და არც არავის უჩნდება კითხვები იმის თაობაზე, ამდენ დამცირებას რატომ ითმენს საცოდავი ქალი, რომელსაც ამ კაცთან 2 შვილი ჰყავს, პლუს არ აქვს განათლება, რადგან 17 წლის მშობლებმა გაათხოვეს, უსიყვარულოდ.

ქმარიც გამუდმებით ეუბნება, რომ ერთ ქალთან ვერ კმაყოფილდება… და ახსენებს იმას, რომ სულელია. ამ ქალსაც სრულიად უნიათო ჰგონია საკუთარი თავი. (ასე დააჯერეს).

დიახ, საჭიროა განათლება, საჭიროა სიმტკიცე, სამსახური, სტაბილურობა, ემოციების მოთოკვა, მაგრამ იმავდროულად ღალატის ყველა ფაქტი დაგმობილი უნდა იყოს და არა გაპიარებული:” კაცია და იგულავებს, აბა, რას იზამს? ” ჰოდა, ეს თუ ეს ნორმაა, დროა, ცოლების ღალატიც ნორმად იქცეს, ან მინიმუმ, მოღალატე მარტო უნდა დატოვო.

არანაირი ღალატის მოთმენა არ შეიძლება, იქ, სადაც ღალატია, სიყვარული არ არის.

დროა, ქალებმა არათუ აღარ წაახალისონ, არამედ ხმამაღლა დაგმონ ქმრების გუგუნი და დაიწყონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ვიცი, რთულია, ფიქრობ შვილებზე, მეზობლებზე, სხვებზე და ყველაზე. გეშინია, ვაითუ შიმშილით მოკვდე, მაგრამ უნდა გარისკო მაინც. ღალატი არ არსებობს ერთჯერადი და მოღალატე აუცილებლად იმსახურებს მარტო ყოფნას და საჯაროდ დამცირებასაც“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here