ტრანსფორმერები თაყვანისმცემლებს გულს 2025 წლამდე გაუხარებს

0
64

ჭკვიანი, გამბედავი და მოკლედ რომ ვთქვათ ყოვლისშემძლე მანქანები, იგივე ტრანსფორმერები ფილმების თაყვანისმცემლებს გულს 2025 წლამდე გაუხარებს, როგორც კანის ფესიტვალზე გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, უახლოესი წლების განმავლობაში ეკრანებზე გამოვა, მეხუთე მეექვსე, მეშვიდე და მერვე სერიები – ეს რაც ზუსტადაა დაგეგმილ-გაწერილი.

მეხუთე სერიის პრემიერა 2017 წელს შედგება. ფილმის გადაღებები 2016 წლის დასაწყისშივე აიღებს სტარტს, როგორც პირველი ოთხი სერიის რეჟისრომა, მაიკლ ბეიმ განაცხადა, ამჯერად ის არა რეჟისორის, არამედ პროდიუსერის სტატუსს მოირგებს. სურათში დაბრუნდება მარკ ვოლბერგის პერსონაჟი, სცენარის ავტორები აკივა გოლდსმანი და ჯეფ პინკნერი იქნებიან.

ცნობილი ფრენჩაიზის მეოთხე სერიას ძალიან უარყოფითი გამოხმაურება ხვდა წილად, ფილმი საუკეთესო ნამუშევრის კატეგორიაში ოქროს ჟოლოზეც კი წარადგინეს, მართალია სურათს ეს პატივი არ ხვდა წილად, სამაგიოერდ, ოქროს ჟოლოს ჟიურიმ, წლის ყველაზე ცუდი რეჟისორის სტატუეტი მაიკლ ბეის გაუგზავნა – რეჟისორს, რომელიც სურათის პირველივე სერიიდან მოყოლებული ტრანსოფორმერების ერთ-ერთი მთავარი ავტორი გახლავთ.

ფილმის პირველი სერია 2007 წელს გამოვიდა, მთავარ როლს ფილმში შაია ლებაფი და მეგან ფოქსი ასრულებდნენ. მეორე სერიის პრემიერა 2009 წელს შედგა – მთავარ როლებშიკვლავ იგივე შემადგენლობა გახლდათ დაკავებული. მესამე სერიას, “Dark of the Moon”, მეგან ფოქსი გამოაკლდა. სამაგიეროდ კასტში მოხვდა ჯოშ დუმელი, როუზი ჰანტინგტონ უაითლი, მეოთხე სერიაში, “Age of Extinction”, მთავარ როლს მარკ ვოლბერგი ასრულებს, მას კი პარტნიორობას სტენლი ტუჩი და კელსი გრამერი უწევენ. მორიგ სერიაში მთავარ როლს კვლავ ვოლბერგი შეასრულებს…