”თქვენი დიდი ჩარევით და დახმარებით ოჯახი დამენგრა” – თიკა ჯამბურია ჟურნალისტებს მიმართავს

0
67

თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად ჟურნალისტებს, მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე ელაპარაკება.

მომღერალი, პირველი ოჯახის დანგრევას, სწორედ ჟურნალისტებს აბრალებს და დასძენს, რომ არ ღირს 20 ლარიანი ბონუსის გამო, ადამიანების ცხოვრების დანგრევა:

“თხოვნა-განცხადეება

ამ ყველაფერს არ დავწერდი უკვე მარაზმში და არა ადამიანურ მოპყრობაში რომ არ გადასულიყო ….მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს, დიდი თხოვნით და განსაკუთრებით პრაიმ ტაიმის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე 5 წელია ჩემ ცხოვრებაში უშნოდ იქექებით…. გავიხსენებ 5 წლის წინ მომხდარ ფაქტს როდესაც თქვენი დიდი ჩარევით და დახმარებით ოჯახი დამენგრა … ეს არ იკმარეთ და მას შემდეგ ყველა ჩემ მეგობართან გადაღებულ ფოტოებზე წერთ რომ ჩემი მეორე ნახევარიაა… უკვე მარაზმში იზრდება ეს ყველაფერი.არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია არც ერთ ჟურნალისტთან არ მიუზრდელია და მიუხეშია პირიქით ყველასთან გულწრფელი და მაქსიმალურად კარგი განწყობით ვიყავი…. მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს უკცე მეტის მეტია ! არ ღირს ადამიანებო 20 ლარიანი ბონუსის გამო ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოთ, მე ოჯახი მყავს რომელსაც ვუფრთხილდები, მყავს მამაა რომელიც განიცდის ამ ყოველივეს, მყავს დედა რომელიც უსაზღვროდ ნერვიულობს ჟურნალისტების ესეთ დიდ ჩარევას ჩემს პირად ცხოვრებაში …მყავს შვილი გოგოოოო და არ მინდა ესე. საქვეყნოდ აფრიალებდნენ ნინას დედის ცხოვრებას …. გთხოვთ დამანებეთ თავი და შემეშვით გემუდარებით ! p.s

ნინო მჭედლიშვილს პრაიმ ტაიმის ჟურნალისტს ყველასნთანდასწრებით ვუკრძალავ ჩემზე ერთი სიტყვის დაწერასაც კი …. და ვაღიარებ ყველაზე მდაბიო ჟურნალისტად რომელიც ადამიანების ნერვიულობით იწყობს კარიერას … დიდი მადლობა ნახვამდის თიკა ჯამბურია”

რა გასაკვირია, რომ სოციალურ ქსელში, მისი განცხადება აქტიური განხილვის თემად იქცა და მას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. მომღერალს, სასამართლოში ჩივილს ურჩევენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here