13.8 C
Tbilisi
Sunday, November 13, 2022

ტოვებს თუ არა გია ჯაჯანიძეს მისი პროდიუსერი

მაია სტეფნაძე: “დღის შოუს“ წამყვანობაზე მაქვს შემოთავაზება…“

გია ჯაჯანიძის გადაცემა “სხვა რაკურსი“ ეთერში მალე გავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველ გადაცემაში გიას და მის გუნდს ძაღლის საყელურით მამაკაცის გამოყვანა აქვთ გადაწყვეტილი. ხოლო მისი პროდიუსერი, მაია სტეფნაძე “სხვა რაკურსის“ დატოვებას და საკუთარი ყვითელი გადაცემის წაყვანას გეგმავს.

დეტალების გამოსარკვევად მაია სტეფნაძეს დავუკავშირდით.

მაია, ამბობენ, რომ ახალ გადაცემას იწყებთ “იმედზე“, გიას კი ტოვებთ…

მაია სტეფნაძე:

არა, რას ამბობთ (იღიმის). ხუთი წელი “ნანუკას შოუს“ ვაკეთებდი ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად. უბედნიერესი წლები იყო ჩემთვის, ერთად შევქმენით ოქროს ფონდი, უამრავი საინტერესო ადამიანის ინტერვიუებით. ნანუკას სახით უახლოესი მეგობარი შევიძინე, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ იმ ფორმატში საკუთარი თავი ამოვწურე, რასაც “სხვა რაკურსზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვი. სწორად გამიგეთ, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ უახლოესი ერთი წელი ნამდვილად არ ვაპირებ გია ჯაჯანიძის მიტოვებას. ვფიქრობ, რომ ამ ფორმატში საკუთარი შესაძლებლობები ჯერ არ ამომიწურავს. თავადაც იცით, როგორი რეიტინგი აქვს “სხვა რაკურსს“ და ჩემს ინტერესში რატომ უნდა შედიოდეს აქედან წასვლა?

რაც შეეხება საკუთარ გადაცემას, ცალკე ყვითელ გადაცემას არასდროს გავაკეთებ და არც წამყვანი ვიქნები. მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დღის შოუს“ წამყვანი ვიქნები და ამაში ნამდვილად იყო სიმართლე. “დღის შოუს“ წამყვანობაზე მაქვს შემოთავაზება და კასტინგიც გავიარე, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებით ვერ გეტყვით ვერაფერს. ახალ სეზონზე თავად ნახავთ.

ამბობენ, რომ ახალი სეზონის პირველ გადაცემაში გია ძაღლის საყელურით გამოიყვანს მამაკაცს.

არ არის მართალი. ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება და მადლობა, რომ დამირეკეთ და გადაამოწმეთ. ძალიან მრავალფეროვან სეზონს გპირდებით, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები