თორნიკე ყიფიანის „საევროვიზიო“ სიმღერა უკვე 150 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა

0
479

თორნიკე ყიფიანმა „ევროვიზიისთვის“ სიმღერა თავად დაწერა, ტექსტიც და მელოდიაც. სიმღერის ტექსტმა, თორნიკეს ვოკალურ მონაცემებთან ერთად არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.

კლიპი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და ძირითადად, ხმის ჩამწერ სტუდიაშია გადაღებული.

„ევროვიზიის“ უცხოელი ბლოგერები მიიჩნევენ, რომ ტექსტით თორნიკე ყიფიანი ფრანგ, ესპანელ, ინგლისელ მსმენელზეა მიმართული. „ინგლისელებო, ესპანელებო, იტალიელებო მოდით, ყველამ თორნიკეს მივცეთ ხმა“, აღნიშნავს „იუთუბზე“ ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here