თორნიკე ყიფიანი 20 მაისს „ევროვიზიის“ სცენაზე გამოსასვლელად ემზადება

0
506

საქართველოს წარმომადგენელი „ევროვიზიაზე“ სიმღერით You მეორე ნახევარფინალურ ტურში გამოსასვლელად ემზადება, რომელიც 20 მაისს შედგება.

თორნიკე ყიფიანის პერფორმანსისთვის ყველაფერი მზადაა. მან როტერდამში მდებარე არენაზე, ყველა სხვა კონკურსანტის მსგავსად, ორი რეპეტიცია გაიარა, ხვალ კი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა ელოდება.

18 მაისს კი უკვე შედგა კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური, სადაც 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა, რომელთა შორის არიან:  ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ლიეტუვა, კვიპროსი, შვედეთი, ბელგია და უკრაინა.

მეორე ნახევარფინალური ტურის ხილვა, სადაც ქართველი მონაწილე გამოდის, „პირველი არხის“ ეთერში, 20 მაისს, 22:00 საათიდან შეგვიძლია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here