ბოლო რამდენიმე წელია, თორნიკე გოგრიჭიანი მსახიობ მამაკაცებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ მიიჩნევა. ისე მოხდა, რომ სერიალში “გოგონა გარეუბნიდან“ გამოჩენის შემდეგ მსახიობმა მალევე დაიმკვიდრა თავი და მას შემდეგ სერიალების ერთ-ერთ ძირითად სახედ იქცა. თამაშობდა “ჯი-დი-ეს“-ის ორ სერიალში – “პარადოქსი“, სადაც ნანკა კალატოზიშვილს უწევდა პარტნიორობას და ცნობილი “ტიფლისი“, ერთ-ერთი გამომძიებლის როლში, რომელმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაამყარა. იმავე არხზე მიჰყავდა გადაცემა კინოს შესახებ, სადაც ქართველ რეჟისორებს იწვევდა სტუმრად, თუმცა ამ გადაცემას დიდხანს არ უარსებია.
თორნიკე გოგრიჭიანის საქმე და პირადი – აღიარება, რომელიც “ხელოვნურმა სუნთქვამ“ მოუტანა




