Top Kids – ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი

0
1955

ფიგურული სრიალი, ზამთრის სპორტის სახეობებიდან ყველაზე პოპულარულია. ყინულზე დადგმული ეს ლამაზი სანახაობა მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტებით, ნახტომებისა და ტრიალის ურთულესი კომბინაციით გამოირჩევა.

ფიგურულ სრიალზე ბავშვის მიყვანა რეკომენდირებულია 5 წლის ასაკიდან. ვარჯიშების ნაწილი ტარდება დარბაზში, სადაც ბავშვი ეუფლება ქორეოგრაფიის საფუძვლებს და აკეთებს გაწელვებს. თავდაპირველად ასწავლიან ყინულზე დგომას, შემდეგ სიარულს, წრეების და სხვა მოძრაობების შესრულებას.

ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრში, ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება საახალწლო ზეიმი. 26 დეკემბერს სკოლის ბავშვებმა, ულამაზესი სანახაობა შეასრულეს ყიუნლზე, რომელმაც ზამთრის ცივი დღეები უფრო და უფრო საოცარი და სანუკვარი გახადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here