რძის გველი უწყინარი ქვეწარმავალია. იზრდება 50-150 სანტიმეტრი. იგი იკვებება მწერებით, ლოკოკინებით, ჭიებით და მოზრდილები ხვლიკებითაც. რძის გველი ძალიან ჰგავს მარჯნის გველს, რომელიც სასიკვდილოდ შხამიანია. იცით, როგორ უნდა გავარჩიოთ ეს ორი გველი ერთმანეთისაგან? თუ წითელი რგოლის მერე მოდის შავი, ეს რძის გველია. ხოლო თუ წითელი რგოლს ყვითელი აგრძელებს, გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი!