Tom Hanks-ის ვაჟი გაუჩინარდა

0
23

Tom Hanks-ის ვაჟი გაქრა. 25 წლის Chester-ი, რეპერობაზე და პოპულარობაზე მეოცნებე ბიჭუნა ერთ თვეზე მეტია არ ჩანს, მის მოსაძებნად პირად დეტექტივთა მთელი არმია მუშაობს, Tom-ი კი ჯერჯერობით პოლიციაში განაცახადის შეტანისგან თავს იკავებს, როგორც ამბობენ, მსაიხობს სკანდალის გამოწვევა არ სურს, მაგრამ ინფორმაციამ დიდი მალვა-ჩქმალვის მიუხედავად სოციალურ ქსელებსა და რაც მთავარია მასმედიაში უკვე გაჟონა.

Tom ის ვაჟის პრობლემების შესახებ მასმედია ყოველთვის გაფაციცებით იკვლევდა და ბევრ საინტერესოსაც აგნებდა ხოლმე, სუპერვარსკვლავის ვაჟი წარმატებული ცხოვრებითა და კარიერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა – სურდა მუსიკოსი გამოსულიყო, თუმცა, სტუდიაში შრომის ნაცვლად ნარკოგამსაღებლებს დასდევდა და რამდენჯერმე სარეაბილიტაციო ცენტრშიც მოხვდა. ბოლოს როდესაც კლინიკა დატოვა ცოტა ხანს მასმედიის ყურადღების ცენტრიდან გაუჩინარდა, მაგრამ ბევრად დიდი ხმაურით დაბრუნდა – ამჯერად კლუბში დებოში მოაწყო.

თუმცა, ამ ეტაპზე მის მიერ მოწყობილი დებოშები აღარავის აინტერესებს, დეტექტივთა მთელი არმია ცდილობს გაიგოს სად წავიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლიც მთელი თვენახევრის განმავლობაში არათუ არავის უნახავს, მისგან ზარიც კი არ მიუღიათ. როგორც მოკვლევამ დაადგინა, ბოლოს Chester-ისგან სატელეფონო ზარი ქალაქ ბარსტოუდან განხორიცელდა, ამ ადგილს კი კალიფორნიის მეტამფეტამინის დედაქალაქსაც უწოდებენ. გაუჩინარებამდე სოციალური ქსელის საშუალებით Chester-მა მამას შეტყყობინა, რომ ცოტა ხნით ინტერნეტსივრციდან გაქრობას აპირებდა, სწორედ ამ დროს დაიკარგა მისი კვალი.

ოსკაროსანი ვარსკვლავისა და Rita Wilson-ის უფროსი ვაჟი ქვეყანას 1990 წელს მოევლინა, წყვილს მეორე შვილი, Truman-ი 1995 წელს ეყოლა. Tom-ს წინა ქორწინებიდან ორი უფროსი შვილიც ჰყავს. ცოტა ხნის წინ მსახიობს დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. “The Green Mile”-ის, “Philadelphia”-ს, “Forrest Gump”-ისა” და “Cloud Atlas”-ის ვარსკვლავი ბოლო თვენახევარს კარეირაზე ზრუნვის ნაცვლად ვაჟიშვილის ძებნაში ატარებს.