“ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ეკაკოს როლის შემსრულებელი ლამაზმანი, თინი გალდავა ახლახან გაბედნიერდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი, ნიკა ჩხაიძე გახლავთ, რომელიც “ტიფლისში“ ძმები გასვიანებიდან ერთ-ერთს ასახიერებს. ქორწილის შემდეგ, რომელსაც ნიკასა და თინის ბევრი ცნობილი მეგობარი სტუმრობდა, წყვილმა თაფლობის თვე ამსტერდამში დაგეგმა და რამდენიმე დღეა, ჰოლანდიის დედაქალაქში იმყოფებიან.
როგორც ჩანს, სიცივის მიუხედავად, თინი და ნიკა ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და დროს მხიარულად ატარებენ.