“ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი თინი გალდავა მცირე ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე ასევე მსახიობი, ნიკა ჩხაიძეა, რომელიც მაყურებელმა “ტიფლისიდან“ გაიცნო, სადაც ძმები გასვიანებიდან ერთ-ერთს ასახიერებდა.
მსახიობებმა დიდი ქორწილი გადაიხადეს, თინისა და ნიკას ჯვარი თინის მამამ დაწერა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
პროფესიონალური ფოტოსესია ქორწილიდან თინიმ სოციალურ ქსელში ახლახან განათავსა. ფოტოები მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა…