თინათინ მაღალაშვილის სალონი გაქურდეს. ამის შესახებ დიზანიერმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა. როგორც ცნობილია ეს მისი სალონის გაძარცვის უკვე მეორე შემთხვევაა – პირველად დაახლოებით ერთი კვირის წინ დაესხნენ თავს.
“დღეს ისევ გატეხილია ჩემი სალონი! როგორც აღმოჩნდა, არასრულწლოვანი ბავშვები დადიან უბანში და ასე არბევენ სალონებსა და მაღაზიებს! კანონი არასრულწლოვანებს იცავს და ვინ გვიცავს ჩვენ?!! არც მშობლებს აკისრებენ პასუხისმგებლობას და მაინტერესებს, როდემდე უნდა იბოგინონ ამ ბავშვებმა და სანამ არ გაიზრდებიან მშვიდად ვუყუროთ მათი მშობლების მიერ მოწყობილ ისტერიკას და კანონის უძლურებას??” – წერს მაღალაშვილი ფეისბუქის გვერდზე.