თინა მახარაძემ კანში საკუთარი ფილმი წარადგინა – „ქალბატონო, თქვენ ნამდვილად ძალიან კარგი რეჟისორი ხართ…“

0
2260

თინა მახარაძე კანის კინოფესტივალზე იმყოფება, სადაც ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში აჩვენეს ფილმი, სადაც თავად თამაშობს და რეჟისორიც თვითონაა. თინა შთაბეჭდილებების შესახებ წერს, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ უცხოურმა პრესამ გაუზიარა.

„UniFranceისა და Canal +-ის ის წარმომადგენლებთან მქონდა ახლა შეხვედრა. ჩემი ფილმი ნახეს და ორმოცი წუთი ვისაუბრეთ tête-à-tête. ცხადია, იყო შენიშვნები იმის შესახებ, რომ გარკვეული რაღაცები მხოლოდ ვიგულისხმე ფილმში და მაყურებელს არ ვაჩვენე თვალნათლივ, მაგრამ მითხრეს, რომ მე და ჩემს ფილმს გვაქვს “Pure freshness and simplicity” (სრული სიახლე და სისადავე – ავტ.შენ.) და “Try not to lose that because it’s amazing”(ეცადე, რომ ეს არ დაკარგო, რადგან შესანიშნავია – ავტ.შენ.).

მთავარ პერსონაჟზე, რომელსაც თვითონვე ვთამაშობ, მელაპარაკებოდნენ მესამე პირში (ანუ ჩემი, როგორც რეჟისორის, დისტანცირება ჩემგან, როგორც მსახიობისგან, ფილმში შედგა) და თქვეს, რომ არის ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი, „დამთრევი“ და არავის არ ჰგავს, რომ მთელი ფილმი ამ ქალს მიჰყვებოდნენ და მასთან ერთად იცხოვრეს ის ერთი დღე, რომელიც ფილმშია აღწერილი. მომიწონეს იდეა და ხედვა. მითხრეს, რომ მონტაჟი გაკეთებული მაქვს “Very intelligent way” (ძალიან ჭკვიანურად – ავტ.შენ.), თუმცა იქვე დასძინეს, რომ ამგვარი ჭრები ცოტა არ იყოს, უცნაურია და თუ მინდა, რომ ასე ვიმუშავო მომავალშიც, მაშინ უნდა მოვძებნო გზა, რომ მეტად გავუწიო ანგარიში მაყურებელს და მათაც გავაგებინო მდინარების ლოგიკა, მაგ შემთხვევაში, ნამდვილად იქნება “something special” (რაღაც განსაკუთრებული – ავტ.შენ.). და ბოლოს მითხრეს: “Voila, madam, You are a very good cinematographer.. really!” (ქალბატონო, თქვენ ნამდვილად ძალიან კარგი რეჟისორი ხართ… მართლა!!! – ავტ.შენ.).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here