თინა მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ეს წერილი ახლახანს ერთი fbfriend გოგოსგან მივიღე. იხილეთ დოკუმენტური მასალა, თუ როგორ აშინებენ ქალებს და რა მოსდევს, რიგ შემთხვევებში, პოლიციის უუნარობას, არაადამიანობას, გულგრილობასა და ჩუკენობას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ნაცვლად. სანამ ფიქრობენ, რომ გვეშინია და გვრცხვენია ჩვენი განვლილი თუ მიმდინარე სექსუალური ცხოვრების, ჩვენი სხეულისა და ჩვენი ვნებების, მანამდე მუდმივად ეცდებიან, დაგვაშინონ ასე ან უარესად.
ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა. ამიტომ არ უნდა გვეზარებოდეს და ვუფრთხოდეთ პოლიციაში ჯდომას და თუ ეს პოლიცია არაქმედითუნარიანი გამოდგა, სხვა პოლიციის შენობებიც ბევრი გვაქვს და ჩვენც არ ვართ ცოტა. ამ ყველაფერს მივხედავთ, ბუნებრივია, ისე, როგორც ეგების.”