თინა მახარაძე: “ეს ის დროა,როცა თქვენი მომავალი უნდა მართონ წმინდა წყლის *ლეებმა”

0
121

თინა მახარაძე ყოველთვის გამოირჩეოდა ხმაურიანი განცხადებებით, მსახიობის თითოეული ქმედება ხშირად ხდება მედიაში განხილვის საგანი. არც უკანასკნელი შემთხვევაა გამონაკლისი – სულ ცოტა ხნის წინ თინამ ფეისბუქზე “რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას არხის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა მოუწოდა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

“ამ ისტორიის დაწერას აბსოლუტრად სხვა პათოსით ვაპირებდი,მაგრამ ეს ის დროა,რომლიც სტილისტურად გამართული ლიტერატურისა და სენტიმენტების არ არის.

დღეს,ლანა ღოღობერიძის საღამოზე (რომელიც ისე ჰგავს ბებიაჩემს და ისე მომწონს),სადაც უკრავდა მანანა მენაბდე (რომელიც ისე ჰგავს არავის და ისე მიყვარს), იჯდა *ლექალა გურანდა გაბუნია,რომელიც,მახსოვს,გადაღებას აჩერებდა ხოლმე იმპერატიული განაცხადით: “პრავიწელსტვა ზვანიტ” და ეკა ბესელიას ეჭორავებოდა გაგანია სეტზე, და იჯდა *ლე ჯანსუღ ჩარკვიანი,რომელიც იმიტომ კი არ არის *ლე,რომ დაბერდა და გამო*ლევდა,არამედ იმიტომ,რომ თხემით ტერფამდე *ლე იყო ყოველთვის და წინა სასიკვდილო აგონიაში მით უფრო-სულით ხორცამდე *ლედ იქცა,რომელიც,თავის მხრივ,მთელ ხმაზე ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს პირსინგებისა და სეპტუმის გამო და დაჟინებით სთხოვდა-კაცობა უკვე დაკარგე და ბარემ პომადაც წაისვიო, და, ამასთან,გვერდით მჯდომ მაია ფანჯიკიძეს ჩემზე ეძალავებოდა-გინდა თუ არა,შენ გეცოდინება,ეს ხომ ის გოგოა,გოგოები რომ მოსწონსო (ამ დროს მე და Dimu ვიღიმოდით,ერთმანეთს ვკოცნიდით და ვუსმენდით პასტერნაკს,ბროდსკის,ვერლენს,ედგარ პოსა და ანა კალანდაძეს).
თავისთავად ეს ამბავი,თავისი მოქმედი პირებით,ამაზრზენია და შესაბრალისი,მაგრამ ეს ის დროა,როცა შემწყნარებლობის,დათმინებისა და კომპრომისების დრო არ არის.
ეს ის დროა,როცა თქვენი კეთილი ნება ,თქვენი ცხოვრება,თქვენი მომავალი უნდა მართონ ჯანსუღებმა,გურანდებმა,ბესელიებმა,ხალვაშებმა და წმინდა წყლის *ლეებმა.
და ეს არ უნდა გინდოდეთ!
და თუ ეს არ გინდათ,გამოდით ხვალ რუსთავი 2ის დასაცავად.
აქ რუსთავი 2ზე კი არა,თქვენს პირად არჩევანზე,პირად სივრცეზე,თქვენს პირად ეპოქაზეა ლაპარაკი.
მომიტევეთ ჰეროიკული განწყობა,გაუმართავი ტექსი,მომიტევეთ 25 წელი და ახალგაზრდული გამწარება (რაც იმას ნიშნავს,რომ თუ დავბერდები,არ გამოვ*ლევდები), მომიტევთ თავისუფლება,როგორც წესი,როგორც არჩევანი იმიტომ,რომ არ არსებობს სხვა წესი გარდა კეთილი ნებისა და გარდა თავისუფლებისა-ჩვენი და სხვისი.“

tina meme makharadze statusi rustavi 2