20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

თიკო სადუნიშვილი პრესტიჟულ რესტორანში სტუმრობაზე: „მკვდარი წრუწუნა მაგიდის ქვეშ დესერტივით დაგვხვდა…“

თიკო სადუნიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს ერთ-ერთი რესტორნიდან, სადაც მეგობრებთან ერთად სავახშმოდ შევიდა. როგორც ტელეწამყვანი წერს, ეს პრესტიჟული რესტორანია, კერძები ძალიან მოეწონათ, მაგრამ იქიდან გამოსვლის წინ მაგიდის ქვეშ მკვდარი წრუწუნა ნახეს…

თიკო წერს:

„5 დამშეული ჩვეულებრივი ადამიანი შევარდით თბილისის ერთ-ერთ არაჩვეულებრიბ რესტორანში. ყველა პირველად აღმოვჩნდით და ყველა კერძზეც გავოცდით. ცოტა ქართული ქვევრის ღვინოც ვსვით და გამოსვლისას ეს საყვარელი სულ ახლად დაბრედილი წრუწუნაც მაგიდის ქვეშ დესერტივით დაგხვდა:(

ჩადებულია?! თუ საკუთარი სიკვდილით დაბრედილი ვერ გავარკვიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ გვამზე გაშლილი ძვირფასიანი სუფრა ყველა პონტში ცუდი ფაქტია!

წითელი ბარათი ჩვენგან მფლობელებს!

დეტალური ინფორმაციით დაინტერესებული პირები, პირადში გამომეხმაურეთ!“

ტელეწამყვანი არ მიუთითებს, რომელ რესტორანზე აქვს საუბარი.

Latest Posts

ბოლო სიახლეები