თიკო ნატროშვილი შვილის დიაგნოზის შესახებ: „საქართველოში 4 წელი დავკარგეთ…“

0
2969

მოდელი თიკო ნატროშვილი მეუღლესთან გაგა ხაბულიანთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. მიზეზი კი მისი მეორე ვაჟის დიაგნოზი გახდა. თიკო ახლა უკვე სამი შვილის დედაა, მესამე ბიჭი, ლუკა გერმანიაში გააჩინა. ოჯახმა სხვა ქვეყანაში გადასახლების გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო, რადგან შუათანა ვაჟს კახის განსხვავებული მეთოდით მკურნალობა სჭირდებოდა. ოჯახმა გერმანელი მედიკოსებისთვის მიმართვა გადაწყვიტა.

თიკო ნატროშვილი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

კახის ჯანმრთელობის გამო წამოვედით, რადგან მას იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს და საქართველოში უბრალოდ არ იციან მისი მკრუანლობა. კახის აქვს სპინალური რეგრესის სინდრომი. ეს დიაგნოზი 9 თვის ასაკში თურქეთში დაუსვეს, თბილისში კი ფეხმრუდობა დაუდგინეს, რომელიც შეიძლება, ყოველ მეექვსე ბავშვს აქვს.

ეს დაავადება ფიზიკურად იმით გამოიხატება, რომ დამოუკიდებლად ვერ დადის. გერმანიაში თერაპიასთან ერთად მედიკამენტოზურ მკურნალობასაც უტარებენ, რომ შედეგი უფრო ეფექტური იყოს. პროგრესი უკვე შესამჩნევია, ორ ნაბიჯს დამოუკიდებლად დგამს. საქართველოში 4 წელი დავკარგეთ, ბერვად ადრე რომ წამოვსულიყავით გერმანიაში, ალბათ, მკურნალობის შედეგი უფრო აშკარა იქნებოდა… მას ძალიან უნდა, რომ ფეხზე დამოუკიდებლად გაიაროს და ვცდილობთ, ეს სურვილი ავუსრულოთ…

გერმანიაში ჩემს ექიმს მოვუყევი კახის მდგომარეობა, ბუნებრივია, დავინტერესდი, რამდენად იყო რისკი, რომ მესამე შვილსაც ჰქონოდა გარკვეული პრობლემები. ჩავიტარე გენეტიკური ანალიზი და აღმოჩნდა, რომ კახის და მე ყველა ქრომოსომა გვაქვს და ეს დაავადევა რაიმე გენეტიკური პათოლოგიით არ არის გამოწვეული. გარკვეულმა გარემო პირობებმა განაპირობა, რომ კახის ჰქონოდა ეს სინდრომი, შეიძლება, ეს იყოს საკვების მიზეზით ან სულაც დაბინძურებული ჰაერის, რომელიც ბოლოს განსაკუთრებულ პრობლემად იქცა თბილისში.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here