ბავშვობის მეგობრებს, მომღერლებს – თიკა ჯამბურიას, ნინი ქარსელაძესა და მარიკა თხელიძეს რესტორან „ტერასას“ მყუდრო გარემოში შევხვდით. მეგობრებს ბევრ რამეზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, როგორ შეინარჩუნეს ერთმანეთის სიყვარული და ნდობა წლების განმავლობაში. მათ ერთმანეთის დახასიათებაც ვთხოვეთ, ამ ექსპერიმენტმა სახალისო ვითარებაში ჩაიარა…
როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ნინი:
მე და თიკამ ერთმანეთი ნატო დუმბაძემ გაგვაცნო, ალბათ, 9-10 წლისანი ვიქნებოდით. დაახლოებით ამ პერიოდში გავიცანი მარიკაც, ალბათ, სადღაც კონცერტზე და დავმეგობრდით.
თიკა:
მე და მარიკამ ვოკალის პედაგოგ რუსიკო ბახტაძესთან გავიცანით ერთმანეთი. ძალიან ხშირი კონტაქტი გვქონდა და დავმეგობრდით. მთელი ბავშვობა მე, მარიკა და ნინი ვიყავით ერთად. მოგონებებში ეს ორი სულ არსებობს. ვრცლად (ფოტო/ვიდეო)