თიკა მახალდიანის მხარდასაჭერად თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ ფოტო გამოაქვეყნეს

0
21

მართალია, ამ ფოტოს სითამამე აკლია და მხოლოდ თავები ჩანს, თან, არც ქორწილის მეორე დილაა და გაურკვეველია, საძინებელშია გადაღებული თუ სადმე სხვაგან, არც ხალათები ფიგურირებს, როლინგში გამოწყობილმა თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ მაინც გამოაქვეყნეს ფოტო თიკა მახალდიანისა და მისი მეუღლის, თემო პირველაშვილის მხარდასაჭერად, თამუნამ ფოტოს წააწერა – #NBAVOTE თიკა მახალდიანი.

ამით მან გამოხატა მხარდაჭერა მომღერლის მიმართ, რომლის მეუღლემაც გუშინ, მათი ქორწილის მეორე დღეს, ისეთი ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, თანაც საჯაროდ, რომელიც ინტერნეტმედიამ აიტაცა და შემდეგ ფეისბუქის მომხმარებლებმაც უარყოფითი კომენტარების თანხლებით გააზიარეს.

თიკას უამრავი დამცველი გამოუჩნდა, მათ შორის ინგა გრიგოლიაც, რომელსაც გაუკვირდა, რატომ მოჰყვა ამგვარი გამოხმაურება ახალდაქორწინებულების საძინებელში გადაღებულ ფოტოს. თიკას მხარი დაუჭირა თამუნა მუსერიძემაც, ჯერ სტატუსით, შემდეგ კი ზემოხსენებული ფოტოთი.

ვნახოთ, კიდევ რომელი წყვილი დადებს ფოტოს საძინებლიდან თიკას მხარდასაჭერად.

nbavote tika maxaldiani

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here