თიკა ჯამბურიამ „პირველი არხის“ გადაცემაში „აკუსტიკა“ სიმღერა „სიყვარულის ვალსი“ წარმოადგინა. სიმღერას გიული ჩოხელი მღეროდა. თიკამ საკუთარი ვერსია ბენდთან Big Mama ერთად შეასრულა.
ბენდის შემადგენლობაში არიან: ზაქარია ქურციკაშვილი – გიტარა / ნოდო ყოჩიაშვილი – ბასგიტარა / ირაკლი იაკობაშვილი – კლავიში / გიორგი ღვედაშვილი – დრამი / ილია შიოლაშვილი – საყვირი.