თიკა ჯამბურია შეყვარებულია და ამის შესახებ ტელეეთერში უკვე ისაუბრა. მომღერალი ამბობს, რომ ახლა ყველასგან განსხვავებული ადამიანი იპოვა, ადრე კი სულ არასწორ არჩევანს აკეთებდა. მისი რჩეული გიორგი ბრეგვაძეა.
გიორგისთან ერთად თიკა ამჟამად ზღვაზე ისვენებს. მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს მომღერალი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ფოტოზე თიკა ძალიან ბედნიერად გამოიყურება.