თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც ერთ-ერთი სამშენებლო პროექტის შესახებაა საუბარი, რომელიც ძველ თბილისში განხორციელდება. მის შექმნაში კი თიკას ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია მონაწილეობდა. ის ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ.
თიკა წერს, რომ ყოფილი მეუღლით ამაყობს:
„საოცარი პროექტია!..
ნახეთ, ბექა როგორი წარმატებული და კარგი კაცი დადგა!!! მათ შორის, კარგი მამაც…
ყოფილი ქმრის წარმატება ძალიან სასიამოვნოა, და მიხარია, რომ მე და ნინაც ამ ზღაპრულ სახლში ვიცხოვრებთ ძალიან მალე!!! წარმატებები…“
თიკა ჯამბურიამ მცირე ხნის წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბექასთან და მის ახალ ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და ნინაც ხშირად სტუმრობს მამას.