2.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

თიკა ჯამბურია ექსმეუღლის ცოლთან და დედასთან ერთად კარგ დროს ატარებს: „ათი წელი გავიდა და როდემდე უნდა ვყოფილიყავი გაბუტული და ნაწყენი?!“

თიკა ჯამბურია პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ “თბილისელებთან“ საუბრობს. ის ამბობს, რომ დაივიწყა წყენა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან, ბექა ხოფერიასთან ჰქონდა და ახლა მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს, ნინა, რომელიც, თიკას თქმით, მამასთან ხშირად ატარებს დროს. ბექა მეორედ არის დაოჯახებული.

თიკა ჯამბურია:

„დრო გადის და ყველა თავის ცხოვრებას იწყობს. წყენა გულში არ უნდა ჩაიდო. მე ბოროტი არ ვარ. მით უმეტეს, ჩემი შვილის მამაზე, ჩემი ბავშვობის მეგობარ ბექაზე არ ჩავიდებ გულში წყენას. რაც დრო გადის, ბექა მით უფრო კარგი მამაა, ჩემი შვილისთვის რაც უკეთესი იქნება, მე იმას გავაკეთებ. მე ვინ რა მაწყენინა, მნიშვნელობა აღარ აქვს. მით უმეტეს, ათი წელი გავიდა და როდემდე უნდა ვყოფილიყავი გაბუტული და ნაწყენი?!

ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მთელ დიდ ოჯახს: მე, ბექას ცოლს, ბექას დედას – ხათუნას. ყველა ერთად ვიკრიბებით ხოლმე და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. მე და ბექას ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და სხვა ყველაფერი ჭორები იყო, ხალხი იგონებდა. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა და 21-ე საუკუნეში ბევრი შორდება ერთმანეთს, ეს ტრაგედია არ არის. საზოგადოებამ უფრო დიდი ტრაგედია შექმნა ჩვენი დაშორებისგან, ვიდრე ჩვენ ორმა“, აღნიშნავს თიკა.

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები