20.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

თიკა ჯამბურია: „აღარ ვაპირებ, ჩემს პირადზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები პოპულარულები გავხადო…“

თიკა ჯამბურია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაში ამჟამად ისეთი ეტაპი არ არის, რომ სერიოზულად ილაპარაკოს.

თიკა ჯამბურია:

„ჩემს პირად ცხოვრებაში ახლა ისეთი ეტაპი არ არის, რომ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო. არ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები კიდევ გავხადო პოპულარულები. ხშირ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში სწორედ ასე ხდებოდა.

ერთი სერიოზული გრძნობა ხომ გქონდათ ბოლო დროსდასრულდა?

კი, დასრულდა. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში კარგ ეტაპზე ვარ, მაგრამ ძალიანაც რომ ჩამეძიოთ, ამაზე მაინც არაფერს ვიტყვი. ჩვენს ქვეყანაში ცუდად ესმით ბევრი რამ, ამიტომ ყოველთვის ჯობია, ნაკლები ილაპარაკო შენს პირადზე.

მაგრამ ფაქტიარომ ძალიან კარგად და ჰარმონიულად ხართ საკუთარ თავთან

ზუსტად ამაზე ვმუშაობდი ამდენი ხანი, რომ საკუთარ თავთან ვყოფილიყავი ჰარმონიაში და მიხარია, რომ გამომივიდა“.

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები