24.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

თიკა ფაცაციამ „მხოლოდ ქართულის“ წაყვანის გამო უამრავი კომპლიმენტი მიიღო

„მხოლოდ ქართულის“ ფინალი 21 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა. მას არ უძღვებოდნენ მაია ასათიანი დ ნანუკა ჟორჟოლიანი. მიზეზი მათი ახლო მეგობრისა და კოლეგის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალება გახდა, რის გამოც ისინი ტელეეკრანზე გამოჩენას მოერიდნენ…

გუშინდელი სამსაათიანი ლაივის წაყვანა ნიკა გავრამიამ თიკა ფაცაციას სთხოვა, რომელიც მანამდე ერთ-ერთ სეგმენტს აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად უძღვებოდა.

თიკა ფაცაციას „მხოლოდ ქართულის“ მთავარ წამყვანად გამოჩენამ ძალიან კარგად იმოქმედა მაყურებელზე.

თიკამ უამრავი კომპლიმენტი მიიღო, მათ შორის ცნობილი სახეებისგანაც.

გიორგი ნაზღაიძე:

„სასწრაფოდ ყველა არხზე და ყველა გადაცემაში ბევრი თიკა ფაცაცია“

ვახო ბიჭიკაშვილი:

„შენ ხარ გუშინდელი დღის მთელი ამბავი ❤ არსად არავინ არ მეგულება ეგეთი მაგარი !“

პაატა გულიაშვილი:

„თიკა, უმაგრესი ხარ!..“

კახა მამულაშვილი:

The Best

თამუნა მუსერიძე:

„ღმერთო, გთხოვ: თიკა ფაცაცია გადაამრავლე და სხვა არხებსაც აჩუქე…“

გარდა იმისა, რომ თიკა არაჩვეულებრივი წამყვანი გახლავთ, ის ყოველთვის ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება. ამის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად, ჩვენ მისი საუკეთესო ლუქები შევკრიბეთ „მხოლოდ ქართულიდან“.

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები