თიკა ფაცაცია შუათანა იოსთან და ნაბოლარა ვაჟთან, ალექსანდრესთან ერთად „ორანჟერეაში“ გვესტუმრა, სადაც პატარებმა გართობით გული იჯერეს, დედასთან ერთად იპოზიორეს ფოტო და ტელეკამერების წინ და შემდეგ ცნობილ დედიკოს ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემაც დააცადეს.
ვიცი, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ახერხებ შვილებისთვის დროის დათმობას…
თიკა ფაცაცია:
ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში, დედა ვარ. ეს არის ჩემი მთავარი დანიშნულებაა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ დედას ჰქონდეს თავისი საქმე. ეს მნიშვნელოვანი და საჭიროა. ძალიან რთულია, მაგრამ მომუშავე და დატვირთულმა მშობელმა შეიძლება, დრო დაუთმოს საკუთარ შვილებსაც და კარიერასაც. რაღაცები გეპარება, შეცდომებს უშვებ, მერე კი, მომდევნო შვილებზე ცდილობ ხარვეზების გამოსწორებას. ბევრი რამ მეც მეპარება, ჩემი შვილების ყოველდღიურობიდან, რადგან იმ მომენტში მათთან ერთად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, შეთავსება შესაძლებელია და ეს ორი რამ ერთმანეთს ძალიან ავსებს. ვრცლად ფოტოები