“ტიფლისი“ სრულდება, მაყურებელი უკმაყოფილოა – “ფული არ გვაქვსო, ვერ იტყვით…“

0
388

ტელესერიალი “ტიფლისი“, რომელმაც მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა, GDS-ის ეთერში აღარ გამოჩნდება. შემდეგ ორშაბათს, მეორე სეზონის დასრულებისთანავე, ის საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას. ამის შესახებ ხმები დადიოდა და ამბობდნენ, რომ სერიალს აღარ გააგრძელებდნენ, რაც სოციალურ ქსელში, “ტიფლისის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულმა სტატუსმაც დაადასტურა: “შემოქმედებითი გუნდის სახელით, მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის“. ფეისბუქის გვერდის ცნობითვე, 8 თებერვალს მაყურებელი ამ ამბის ფინალს იხილავს.

მაყურებელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა: “ვგიჟდები ამ სერიალზე. ნეტავ, არ დამთავრდებოდეს…“, “აუუუ, ცუდია, კიდევ გადაიღეთ, რა…“, “დიდი მადლობა თქვენ ასეთი სიამოვნებისთვის, მოლოდინისთვის. გულდასაწყვეტია რომ მთავრდება, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით. ხელი მოგიმართოთ ღმერთმა და წარმატებებს გისურვებთ. კარგი იყო ქერჩიც, ნამდვილად, მაგრამ ვფიქრობ, “ტიფლისი“ მაინც სულ სხვაა…“, “თუ ასრულებთ, რამე გრანდიოზული ფინალი გააკეთეთ და 40-წუთიან სერიას ნუ გვაჩვენებთ ბოლოს. ცოტა ხანგრძლივი… გულდასაწყვეტია, რომ მთავრდება, მაგრამ რას ვიზამთ… Respect თქვენ“, “დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ზოგადად ბიზნესის ამბავში ერთი რამ კი მიკვირს, გადაიღებენ ფილმს, როგორც იქნა კარგს, დაარეკლამებენ, გააპიარებენ, მუღამში შეგიყვანენ და ამთავრებენ. რატომ? მაგრად გამიტყდა ამ სერიალის დამთავრება რა, ფული არ გვაქვსო, ვერ იტყვით, ბერაა პროდიუსერი ბოლო-ბოლო, ყურებადობა და რეიტინგი გაქვთ და გეზარებათ? ტიფლისი.“, “მადლობა არ შველის მაგას : ))) მოიფიქრეთ რაიმე ახალი კიდე, ამ მსახიობებით, ამავე პროფესიონალიზმით და ჩვენც აგერ ვართ : ) იმდენ შენიშვნას მოგცემთ მერე, რო ვინ იცის : )))“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here