ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე ვითარდება, ამიტომაც მათი წახალისების მიზნით სხვადასხვა დაჯილდოებები გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოებაა, რომელშიც წელს მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო. პლათფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.