The Radio Dept-ის კონცერტი 14 დეკემბერს თბილისში გაიმართება

0
1686

14 დეკემბერს SPACEHALL-ში, ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME წარმოგიდგენთ ლეგენდარულ შვედურ პროექტს The Radio Dept.

The Radio Dept შვედური კოლაბორაციაა. ის 1995 წელს იოჰან დანკანსონმა და ელინ ალმერიდმა ჩამოაყალიბეს. ჯგუფი მალევე დაიშალა და მოგვიანებით დანკანსონს მარტინ ლარსონი შეუერთდა. მათ პირველ ალბომს Lesser Matters (2003 წელი) ცნობილმა ბირტანულმა გამოცემამ NME-მ 10-იდან 10 ქულა დაუწერა. სწორედ სადებიუტო დისკის გამოსვლის შემდეგ დაიწყო კოლექტივის წინსვლა.

საერთო ჯამში ჯგუფს 4 სიდი აქვს ჩაწერილი. ამ დროისთვის ბოლო, Running Out Of Love 2016 წლის ოქტომბერში 6-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვეს. დისკი პოლიტიკური და სოციალური თემებითაა შთაგონებული და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში გავრცელებულ ფაშიზმს, სოციალურ უთანასწორობას ამხელს და აპროტესტებს.

დისკის პირველი სიმღერის სახელწოდებაა Sloboda Narodu (ითარგმნება, როგორც „თავისუფლება ხალხს“), იუგოსლავიის წინააღმდეგობის მოძრაობის სლოგანი.

ჯგუფი ინდი როკ, ინდი და ალტერნატიული პოპის ჟანრში მოღვაწეობს. მათ ანგარიშზე 4 სტუდიური ალბომი და ერთი კომპილაციაა. კოლექტივის ნამუშევრები (“Pulling Our Weight” და “I Don’t Like It Like This”) ფილმ „მარია ანტუანეტას“ საუნდტრეკად გამოიყენა სოფია კოპოლამ.

The Radio Dept.-ის კონცერტი 20:00 საათზე  დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here