საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში მართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს არაჰოჯკინის ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა ისრაელში.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობენ: ანსამბლი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე 33ა და ნინო ქათამაძე
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.