25.8 C
Tbilisi
Saturday, August 6, 2022

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს.

სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს.

ახლახან კი მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა რუსულ ესტრადასთან დაკავშირებით:

„რუსული “პონტური” სიმღერები უფრო საშინელებაა, ვიდრე ტანია ბულანოვა. X6-დან რაღაც ვითომ cool სიმღერა იყო ჩართული და ნაბეღლავს ვეძებ, სპაზმი მაქვს“.

მის ამ სტატუსს გამოეხმაურა თეონა კონტრიძე, ქართველი მომღერალი, რომელმაც კარიერა რუსეთში აიწყო და აღნიშნა:

„გასაგებია, რომ ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ გთხოვ, შენ მაინც ნუ ჩაებმები რუსოფობიური ისტერიის ფერხულში. ცოტა სხვა კულტურული პარადიგმის პერსონა მგონიხარ…“, შემდეგ კი დაამატა: „დღე არ გადის, შენს აქაუნთზე პოსტი რომ არ იდოს რუსეთის მოხსენიებით. შენ წერ თუ მაია ?)))))))“.

სტეფანეს, როგორც ჩანს, ჯერ არ უნახავს კოლეგის ეს მონაწერი და მისთვის არ უპასუხია, თუმცა მისი მეგობრები წერენ, რომ ეს ნამდვილად სტეფანეს ხელწერაა და მას ოდითგანვე არ უყვარდა რუსული ესტრადა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები