თემურ ყვითელაშვილის ახალი დისკის პრეზენტაცია „ამბასადორში“ გაიმართება

0
1203

27 მარტს, 19:30 -ზე, სასტუმრო „ამბასადორში“ ჩატარდება ვირტუოზი გიტარისტის, მომღერლისა და კომპოზიტორის თემურ ყვითელაშვილის ახალი, მე-9-ე ალბომის  -LIVE “55”  პრეზენტაცია.

თემურ ყვითელაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია. მისი რეპერტუარი გამოირჩევა საკუთარი კომპოზიციების ორიგინალურობით, აგრეთვე  ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ინდივიდუალური ინტერპრეტაციით და შესრულების ვირტუოზული, იმპროვიზაციული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დაკვრის მანერით.

თემურ ყვითელაშვილი სხვადასხვა დროს იყო და არის მსოფლიო წამყვანი ბრენდების სახე, სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ლეგენდარულ გიტარისტებთან და მუსიკოსებთან ერთად. ის მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ გამოფენაში, ატარებს მასტერკლასებს, კითხულობს ლექციებს, თუმცა სამშობლოს არასდროს ივიწყებს. ხშირად  ატარებს კონცერტებს ფილარმონიის და კონსერვატორიის დიდ დარბაზებში, ივენთ ჰოლში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. თანამშრომლობს ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან და შემსრულებლებთან.

თემურ ყვითელაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, არის თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქე.

პრეზენტაციას თავად თემურ ყვითელაშვილი წარუძღვება. მის მიერ შესრულდება რამდენიმე ნაწარმოები ახალი ალბომიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here