16 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თემურ თათარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ის 35 წელი იდგა პროფესიონალურ სცენაზე და რა თქმა, უნდა ამ დროის განმავლობაში უამრავი ერთგული მსმენელი შეიძინა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. შეიკრიბნენ როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე მისი ერთგული თაყვანისმცემლები. დამსწრე საზოგადოებამ მომღერლის ახალი და ძველი სიმღერები მოისმინა.