12.8 C
Tbilisi
Friday, November 11, 2022

თემო საჯაია: „სიმღერა „თოვს“ ზაფხულში ჩავწერეთ…“

ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია სიმღერით „თოვს“ ოქროს ტალღაზე“ არიან წარდგენილები. სიმღერა, რომელიც თემომ დაწერა, ძალიან მელოდიურია. ვერიკომ კოლეგა და მეგობარი ახალი კომპოზიციის დაწერაზეც შეიპირა, რომელსაც ამჯერად მარტო შეასრულებს.

თემო საჯაია:

დავწერე სიმღერა და ტექსტი, შემდეგ ვერიკოს შევთავაზე, ხომ არ ჩავწეროთ-მეთქი. მქონდა სურვილი, რომ მასთან ერთად მემღერა და ასე, შარშან ზაფხულში გავაკეთეთ სიმღერა სახელწოდებით „თოვს“ (იცინის). ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, უჩა მეტრეველი და ზაზა ცერცვაძე არიან არანჟირების ავტორები და მათი ძალიან დიდი წვლილია, რომ ეს სიმღერა ძალიან კარგი გამოვიდა. სიმღერა ჩავწერეთ „სანო სტუდიაში“.

ვერიკო ტურაშვილი:

სანამ პრემიერა შედგებოდა და მსმენელი და მაყურებელი მოისმენდა და ნახავდა, ბევრად ადრე ჩავწერეთ. თემომ მართალი თქვა, ის ზაფხულში ჩავწერეთ და რამდენიმე თვე ელოდებოდა დღის სინათლეს. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდით რეჟისორებზე, ვის უნდა გადაღო კლიპი. ივაჟკაცა ანრი ჯოხაძემ, შემოგვთავაზა კლიპის გადაღება და მას ვანდეთ. ვფიქრობთ, რომ განსხვავებული კლიპი გამოვიდა. სამწუხაროა, რომ სეზონური ტექსტი აქვს, რადგან მსმენელმა ძალიან შეიყვარა, მაგრამ უნდა დაველოდოთ ზამთარს, რომ ისევ განაახლონ მისი მოსმენა.

თემო:

შემიძლია აქვე ექსპრომტად შევცვალო სიმღერის სახელწოდება და იყოს ასე: „ძოვს“ ან „მთხოვს“. კიდევ შეიძლება სხვადასხვა ვერსიის მოფიქრება (იცინიან).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორები არიან კომპანია „თეგეტა მოტორსი“ და “m2 უძრავი ქონება”.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ნინო მურღულია

(ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები