თემო საჯაია ჯგუფთან ერთად ახალი კლიპის პრემიერას გეგმავს

0
75

“ფორსმაჟორში“ ვარ მე, შოთიკო ტატიშვილი, ანუ შეთავსებით ვოკალისტი და ისე კი დრამერი, ლელო ხოტივარი და დემეტრე გვენცაძე.

კვირას მეორე კლიპის გადაღებას ვიწყებთ. სიმღერის სახელწოდებას ჯერ ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს ერთგვარი კოზირია. თემას გეტყვით, სიმღერა სოციალურ თემებზე დავწერეთ და კლიპიც შესაბამისი შინაარსის იქნება. ვიდეორგოლის რეჟისორი გივი მაღრაძეა, ვიღებთ მარჯანიშვილის თეატრში, ქუჩებში და გადაღებას ვასრულებთ ოქროყანაში. პრემიერას ოქტომბრის დასაწყისში ვგეგმავთ.

ასევე ვაპირებთ ჯგუფის პრეზენტაციის გაკეთებას. გვაქვს რეპერტუარი, რომელსაც ჟურნალისტებსა და შეკრებილ საზოგადოებას წარვუდგენთ. პრეზენტაციას ალბათ ორ თვეში გავაკეთებთ, მანამდე კი კლიპს შემოგთავაზებთ. გვინდა, ჯგუფის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.

თემო, როგორც სოლო მომღერალს, გაქვს კონცერტები?

ვერ ვიტყვი, რომ ბევრი, მაგრამ არის ხოლმე რაღაც შემოთავაზებები. შოუბიზნესი მკვდარი არ არის, რადგან მაინც ტარდება რაღაც-რაღაც კონცერტები.