„თეატრალურის კვარტეტის“ ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის

0
1890

პოპულარული ანსამბლის, „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის. მისი ფოტო პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე დევს.

იქვეა გამოქვეყნებული პატარა ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ პოპულარული ჯგუფის წევრმა სოლომომღერლად ბედის ცდა სწორედ „მხოლოდ ქართულში“ გადაწყვიტა.

გთავაზობთ ბლიცს ოთოსთან.

საყვარელი მომღერალი – გოგი დოლიძე.

სიამოვნებით ვიმღერებდი – ხმალი ავლესოთ ქართველებო.

არასდროს ვიმღერებდი – არ არსებობს ასეთი სიმღერა.

ათეულის წევრი რომ გავხდე – გამიხარდება. ჩემთვის სოლო მომღერლის როლის მორგება ახალია და ეს დიდი გამოწვევა იქნება.

საყვარელი ინსტრუმენტია – გიტარა.

ჰობი – ბოულინგის თამაში.

დუეტს სიამოვნებით ჩავწერდი – სოფო ნიჟარაძესთან.

ვოცნებობ – ისეთი წარმატებული ვიყო, როგორიც მე მინდა, რომ ვიყო.

წინა კონკურსში ვგულშემატკივრობდი – სოფო ბათილაშვილს.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here