თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

0
2459

თეატრალური სეზონის ბოლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას სთავაზობს. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “მე ბებია, ბაბუა და ჭინკები” რეჟისორმა გიორგი თავაძემ მწერლის რამდენიმე ნამუშევრის გაერთიანებით დადგა.
“ჭინკები”, “ნუ გეშინია დედა”, “მზიანი ღამე”, “მონატრება” – ეს ნოდარ დუმბაძის იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა სპექტაკლისთვის გააერთიანა. დადგმაში მოქმედების დრო და ადგილი განზოგადებულია. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, მაყურებლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ორიგინალური და საინტერესო სცენოგრაფია და კოსტუმები, რომელიც მხატვარმა ანკა კალატოზიშვილმა შექმნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here