საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საზოგადოებას თავისი პატარა გოგონა წარუდგინა. ის გაგუას კლინიკას მერი კაკულიასთან ერთად ეწვია და ჩვილებს ახალშობილისა სამაჯურები გადასცა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს „ფეისბუქ“-გვერდი იუწყება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდეიტიფიკაციო სამაჯურებს.
შედეგად: საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება. აღნიშნული სამაჯურებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, ის, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე; სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საინდეტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს.
აღსანიშნავია, რომ 17 000-მდე სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამშობიარო სახლებში, მათ შორის: ბათუმის, ქობულეთის, ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, თბილისის სამშობიარო სახლ “იმედის” კლინიკაში და თელავის სამშობიარო სახლებში.
ზემოთ ჩამოთვლილ კლინიკებს დღეიდან „გაგუას კლინიკაც“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ 18 მარტს იუსტიციის მინისტრის ქალიშვილი მერი ამ კლინიკაში დაიბადა და ახალშობილების სამაჯურებით დასაჩუქრებაში დღეს თავადვე მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგაც მოამარაგებს.(ფოტო + ვიდეო)