მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი და ტელესახე ნიკა ლომიძე დიდი ხანია, დაოჯახებულები არიან. როგორც თეა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, პირველი ქორწინების დანგრევის შემდეგ მეორედ დაოჯახებას აღარ აპირებდა, მაგრამ ნიკამ გეგმები შეუცვალა.
„ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს პაემნებზე და დავდივართ კაფეში ან სასეირნოდ. საღამოობით ზოგჯერ რაიმე გემრიელს მოვინდომებთ და სამზარეულოს ვეწვევით, თუმცა მე დიდი ოსტატობით არ გამოვირჩევი და ძირითადად, ნიკა ამზადებს. ოღონდ აუცილებლად მის გვერდით უნდა ვიყო…“