თეა დარჩია ჟურნალ „სარკესთან“ ქართულ ცეკვაზე და მასში შენარჩუნებულ მამაკაცისა და ქალის საწყისებზე საუბრობს და აღნიშნავს:
„ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს კაცისა და ქალის ის საწყისი, რომ კაცი ცეკვაში მაინც არის კაცი, რომ დღემდე არ მოხდა აღრევა, მიუხედავად ტემპერამენტისა და საცეკვაო ტექნიკის უმაღლე სსაფეხურზე აყვანისა. ქალის და კაცის როლები მკაცრად არის შენარჩუნებული. მადლობა ღმერთს, რომ ქართული ცეკვის ყურებისასა ადამიანს თავში ცუდი აზრები არ მოდის და მხოლოდ სიკეთე იბადება…“