დავით დოიაშვილის ახალი სპექტაკლი „თბილისური ვოდევილი“, რომელიც თბილისობის დღესასწაულისთვის შეიქმნა, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე გადაინაცვლებს.
პრემიერის დღე უკვე დანიშნულია. პირველად სპექტაკლს 24 იანვარს აჩვენებენ. ჩანიშნულია ასევე მომდევნო ჩვენებების დღეებიც, 25 და 26 იანვარი. სპექტაკლები 19:00 ბსაათზე დაიწყება.
რეჟისორი: დავით დოიაშვილი
კომპოზიტორი: რუსუდან მორჩილაძე
ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე
სიმღერის ტექსტების ავტორი: ირინა სანიკიძე
მონაწილეობენ :
სოფო ნიჟარაძე, გიორგი ვარდოსანიძე, არჩილ სოლოღაშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე, ლევან კახელი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, ლაშა რამიშვილი, გიორგი ყველაშვილი, მარინა ჯოხაძე, სალომე ყიფიანი, ცისია მეტრეველი, ანა წერეთელი, გიორგი ტორიაშვილი, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, გოგა მოძმანაშვილი.