თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი იწყება

0
1591

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი იწყება, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილია. ღონისძიება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 21 ივნისს აიღებს სტარტს და 2 ივლისს დაიხურება. ფესტივალის დაფუძნების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში, იოს დაუმა და ნინო ანანიაშვილი გაუძღვნენ. თბილისის საბალეტო ფესტივალი კრეინის “ლაურენსიას” პრემიით გაიხსნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here