თბილისში საბალეტო ფესტივალი დაიწყო

0
1925

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი დაიწყო, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილია. ღონისძიებამ სტარტი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 21 ივნისს აიღო და 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი კრეინის “ლაურენსიას” პრემიით გაიხსნა. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here